ფოთის თეატრმა ჰოლანდიაში, ელენე მაცხონაშვილის სპექტაკლი „ნიკო ფიროსმანი“ წარმოადგინა. ჩვენება „ევროპალია – საქართველოს“ ფარგლებში გაიმართა. წარმოდგენა ფიროსმანის გარდაცვალების მე-100 წლისთავს მიეძღვნა. ერთმოქმედებიანი თოჯინური სპექტაკლი ნიკო ფიროსმანის ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ბელგია მასპინძლობს კულტურის საერთაშორისო ფესტივალ „ევროპალიას“, რომელშიც საქართველო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წელს პირველად მონაწილეობს.