პედოფილიასა და სექსუალურ გამოძალვაში მსჯავრდებულთათვის სპეციალური რეესტრი იქმნება. ელექტრონულ სიაში მოხვდება ყველა, ვინც ბავშვების მიმართ სქესობრივი დანაშაული ჩაიდინა, ასევე შანტაჟითა და მუქარით მოიპოვა და გაავრცელა არასრულწლოვანთა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები. დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ დანაშაულში მხილებულებს, კანონით მინიჭებული რიგი უფლებები ჩამოერთმევათ. მათ შორის აეკრძალებათ არასრულწლოვანებთან ერთად ცხოვრება, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან მიახლოება და სხვა აქტივობები. მიზანი მსგავსი მძიმე დანაშაულების პრევენცია და დროული რეაგირებაა. ინიციატივა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ეკუთვნის, შესაბამის საკანონმდებლო პაკეტს კი ახლა პროფესიული და აკადემიური წრეები ეცნობიან. შემდეგ სამუშაო პროცესი უკვე პარლამენტში გადაინაცვლებს.