სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში ნიკოლ ფაშინიანის ბლოკმა გაიმარჯვა

სომხეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ხმათა 70.43 პროცენტით პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ნიკოლ ფაშინიანის ბლოკმა „ჩემი ნაბიჯი“ გაიმარჯვა.

სომხეთის საარჩევნო კომისიამ შედეგები დღეს დილით გამოაქვეყნა.

ვადამდელმა საპარლამენტო არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, დაფიქსირდა მხოლოდ უმნიშვნელო ხარვეზები.

პრესკონფერენცია ჩაატარა ნიკოლ ფაშინიანმაც.