ვითარება იძაბება სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე.
ოფიციალური ერევნის ინფორმაციით, ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მდებარე სიუნიქის და გეგერკუნიკის ოლქებში დამატებითი სამხედრო ძალები გაგზავნეს. სომხეთის პრეზიდენტმა ძალოვანებს საზღვრის დარღვევებზე მკაცრი რეაგირებისკენ მოუწოდა და არც ძალის გამოყენება გამორიცხა. აზერბაიჯანში სომხეთის ბრალდებას კატეგორიულად უარყოფენ და ამტკიცებენ, რომ საზღვრების დემარკაციის პროცესში სომხეთი პროვოკაციულად იქცევა. რუსეთი მხარეებს შორის არსებული დავის მოსაგვარებლად შუამავლობისთვის მზად არის. სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შექმნილ მდგომარეობაზე ტელეფონით უკვე ისაუბრეს რუსეთის და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ სომხეთში, აზერბაიჯანსა და მთიან ყარაბაღში არ ჩავიდნენ.