ავტობუსში მომხდარი მკვლელობის ფაქტს მდუმარე აქციით გამოეხმაურნენ ზუგდიდში. სამოქალაქო აქტივისტებმა სკეიტ-პარკის აქცია-პერფორმანსი გამართეს და ზუგდიდელი ქალის მკვლელობა გააპროტესტეს. „შენი სიჩუმე კლავს“, „არ დახუჭო თვალი“, „შეიძლება შენ იყო შემდეგი“ – ასეთი იყო აქციის ორგანიზატორების მიმართვა საზოგადოებისადმი. აქციის გამართვა ზუგდიდის გარდა, თბილისსა და ბათუმშიც იგეგმება.