უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა ზუგდიდში. აქცია მედიის წარმომადგენლების ორგანიზებით გაიმართა. აქციაზე შეკრებილი იყვნენ ყველა ცენტრალური და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები. მათ დაგმეს რუსული აგრესია, საქართველოს ოკუპაცია და მხარდაჭერა გამოუცხადეს უკრაინელ ხალხს, აქციას შემოუერთდა ბრიტანელი ჟურნალისტი, რომელიც სამაჩაბლოსა და აფხაზეთის ოკუპაციის თემაზე მუშაობს.