აქცია ზუგდიდში

ზუგდიდის საკოლმეურნეო ბაზრის ცენტრალური სუპერმარკეტის მოვაჭრეებმა აქცია გამართეს. ბაზრის შიდა ტერიტორიაზე სოფლის მეურნეობის პროდუქტებით მოვაჭრეებმა, ბაზრის გარშემო პროდუქტებით ვაჭრობის აკრძალვა მოითხოვეს. მათი თქმით, გარეთ ყველი, ხორცი და სხვა პროდუქტები ყოველგვარი სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევით იყიდება. ბაზარში კი არავინ შედის, შესაბამისად, არა აქვთ ვაჭრობა და პრობლემები ექმნებათ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ შიგნით ბაზარში არის ადგილები და ხელისუფლებამ გარემოვაჭრეების შენობაში შეყვანა უნდა უზრუნველყოს.