ტყიბულში მომხდარის მიზეზების დასადგენად გამოძიება გრძელდება. მოკვლევას სამართალდამცველები და სპეციალური ჯგუფი აწარმოებს.
ჩაერთვებიან თუ არა პროცესში უცხოელი ექსპერტები, ამ დროისათვის ჯერ ისევ უცნობია. მიმდინარე ძიებას მონიტორინგს სახალხო დამცველის აპარატი უწევს.
5 აპრილის ტრაგედიისას დაშავებული სამი მეშახტიდან ერთი ამ დრომდე კლინიკაში რჩება. 55 წლის გიორგი ნიქაბაძე ისევ ქუთაისის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია.
მინდელის შახტში დაღუპულები კი დღეს კიდევ ერთხელ სოლიდარობის აქციაზე გაიხსენეს. ტყიბულში თეატრის შენობის წინ გარდაცვლილთა ახლობლები და მოქალაქეები შეიკრიბნენ და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.