შრომის კანონმდებლობა და პირობები სამუშაო ადგილებზე

11 დაღუპული მინდელის სახელობის შახტში – ეს მხოლოდ ბოლო ერთი წლის სტატისტიკაა. როგორც ირკვევა, შახტი ბოლოს გეგმიურად ნოემბერში შემოწმდა. ის ადგილი კი, სადაც დღევანდელი ტრაგედია მოხდა, ექსპლოატაციაში თებერვლიდან შევიდა.

ახლა გამოძიებამ და სამშენებლო ზედამხედველობის სამსახურმა უნდა დაადგინოს, იყო თუ არა ადგილზე უსაფრთხოების ნორმები დაცული. მანამდე კი ქვეყანაში შრომითი უსაფრთხოების თემა კიდევ ერთ აქტიურდება. კანონმდებლობის შეცვლის მიუხედავად, გამკაცრებული ზომები მაღალი რისკის შემცველ ობიექტებზე ამ დრომდე არ ამოქმედებულა.