პროფკავშირები: მიმდინარე წელს საქართველოში სამუშაო ადგილებზე 18 ადამიანი დაიღუპა

გასული და მიმდინარე წლის განმავლობაში საქართველოში სამუშაო ადგილებზე 59 ადამიანი დაიღუპა.

პროფკავშირების ინფორმაციით, 2018 წლის გასულ სამ თვეში, სამუშაო ადგილებზე 18 ადამიანი გარდაიცვალა, 12 კი დაშავდა. 2017 წელს დაიღუპა 41 მოქალაქე, მძიმედ დაშავდა 66. როგორც პროფესიული კავშირების გაერთიანებაში აცხადებენ, ეს ის მონაცემებია, რაც მათთვის არის ცნობილი.

ირაკლი პეტრიაშვილის თქმით, საქართველოში საწარმოო შემთხვევების აბსოლუტური უმრავლესობა გაუფრთხილებლობით და სტანდარტების არარსებობის გამო ხდება. ფატალური შედეგებით კი იმ ქვეყნებში სრულდება, სადაც უსაფრთხოების ნორმებს დიდი ყურადღება არ ეთმობა.