ტყიბულში ტრაგიკულად დაღუპული მეშახტეების პატივსაცემად აქცია გაიმართება

ტრაგიკულად დაღუპული მეშახტეების პატივსაცემად აქცია გაიმართება დღეს ტყიბულში.

თეატრის შენობის წინ დაღუპულების მეგობრები, ნათესავები და ის ადამიანები შეიკრიბებიან, ვისაც სურს საკუთარი პატივისცემა გამოხატოს მინდელის შახტში მომხდარი ტრაგიკული ფაქტის გამო.

გარდაცვლილების სულის მოსახსენებლად აქციის მონაწილეები სანთლებს დაანთებენ და ყვავილებს მიიტანენ.