მოკვლევა მინდელის შახტში

მინდელის სახელობის შახტში მოკვლევითი სამუშაოები იწყება.

ამ წუთებში შრომის ინსპექციის ჯგუფი მიწის ზედაპირიდან დაახლოებით 400 მეტრის სიღრმეში იმყოფება და იმ ადგილს ათვალიერებს, სადაც გუშინ გამთენიისას ექვსი ადამიანი დაიღუპა. სწორედ ამ მონიტორინგის შემდეგ უნდა გახდეს ცნობილი, იყო თუ არა ტრაგედიის მიზეზი მასშტაბური სამთო დარტყმა და რამ გამოიწვია ის. ამ ეტაპზე სეისმუირი ბიძგები გამოირიცხა.

ბუნებრივი მოვლენა თუ უსაფრთხოების ნორმების დარღვევა – ტყიბულში შეკრებილები შახტიდან სპეციალისტების ამოსვლას და წინასწარ ვერსიებს ელოდებიან.

ირმა ჭოლაძეს ტყიბულიდან ბოლო ინფორმაციით.