სოლიდარობის აქცია რუსთაველზე

 მოძრაობა „დროას“ ორგანიზებით, პარლამენტის წინ აქცია გაიმართა სლოგანით: „დამოუკიდებლობა, თავისუფლება, ერთიანობა“. ორგანიზატორების განცხადებით, აქციის მიზანი იყო, კიდევ ერთხელ დაეფიქსირებინათ პოზიცია, რომ როგორც 1989 წლის 9 აპრილს, დღესაც ქართველი ხალხი მტკიცედ დგას რუსული აგრესიის წინაშე.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ქვეყანაში საჭიროა ერთიანობა. აქციაზე სიტყვით სამოქალაქო აქტივისტები და  მოქალაქეები გამოვიდნენ. შეკრებილებს მიმართა უკრაინის უმაღლესი რადას წევრმა, ოლექსი გონჩარენკომ.