უკრაინელ დედებს და ბავშვებს სოლიდარობა გამოუცხადეს ქუთაისში. დრამატული თეატრის წინ მდუმარე აქცია გაიმართა. ინიციატორი იყო ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“. შეკრებილების თქმით, ისინი არა მხოლოდ მორალურ მხარდაჭერას უცხადებენ უკრაინელ დედებს, არამედ მათ სხვადასხვა სახის დახმარებას გაუგზავნიან.