ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადება

უკრაინის მხარდაჭერა ძვირი ჯდება, თუმცა, თავისუფლება ფასდაუდებელია ამბობს, – ევროკომისიის პრეზიდენტი. ეს განცხადება ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიევში უკრაინის პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის მტკიცე, ერთიანი და ურყევი მხარდაჭერა უკრაინისადმი და განაცხადა, რომ ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები უკვე მოქმედებს და ხილვადი შედეგიც აქვს. ევროკომისიის პრეზიდენტმა ასევე შეაფასა უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ კონტრშეტევის დროს მიღწეული წარმატება და განაცხადა, რომ ეს წინსვლა მნიშვნელოვანია მთელი ევროპისთვის. ის დარწმუნებულია, რომ უკრაინა გაიმარჯვებს, ხოლო პუტინი დამარცხდება.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა უნდა გადასცენ კიევს ის შეიარაღება, რომელიც უკრაინელ სამხედროებს სჭირდებათ.