მედიის მხარდაჭერად, სოლიდარობის აქცია იმართება რეგიონებში. „არა ძალადობას, მოგვეცით მუშაობის საშუალება“ – ამ დევიზით, იმერეთში მომუშავე ჟურნალისტები და ოპერატორები ქუთაისში, თეატრის წინ შეიკრიბნენ. სოლიდარობის აქციის მონაწილეებმა დაგმეს გუშინ, 5 ივლისს დედაქალაქში განვითარებული მოვლენები და შესაბამის უწყებებს ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდეს. მხარდამჭერი გამოსვლები მოეწყო ბათუმში, ზუგდიდში, გორსა და კახეთშიც.
დაშავებული ჟურნალისტების ჯანმრთელობის მდგომარეობა