ნაძალადევის მოსახლეობასთან ერთად შეაფასა სოფო კილაძემ 2017 წელი. შეხვედრაზე კილაძემ განაცხადა, რომ მის სამაჟორიტარო ბიუროში ერთი წლის განმავლობაში 2 800-ზე მეტი განცხადება შევიდა, საიდანაც 1 800 დაკმაყოფილდა. გაიმართა არაერთი საგანმანათლებლო აქტივობა, გაიხსნა ერთი სოციალური საწარმო-სამკერვალო, სადაც 10 სოციალურად დაუცველი და დევნილი ქალი დასაქმდა.