გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდაში, ადგილობრივ ფერმერს ალექსანდრე კოპაძეს, 150-მდე ძირი ვაშლის ნერგი ჩაუტანეს და მათ დარგვაში დაეხმარნენ სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე და შიდა ქართლის გუბერნატორი.
გასული წლის დეკემბერში, ალექსანდრე კოპაძეს, ოთხწლიანი მსხმოიარე ვაშლის ბაღი უცნობმა პირებმა გაუჩეხეს. სპეციალური ტექნიკით ფერმერს დახმარებას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო უწევს.