ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში, აცანასა და ჭალაში გაზსადენის მშენებლობის სამუშაოები დაათვალიერა.
სოფლებს გაზი აქამდე არ მიეწოდებოდა. პროექტის ფარგლებში ორივე სოფელში უნდა აშენდეს 38 542 გრძივი მეტრი გაზსადენი. 503 კომლს საშუალება მიეცემა ისარგებლოს ბუნებრივი აირით. სამუშაოები მიმდინარე წლის, ნოემბრის პირველ ნახევარში უნდა დასრულდეს. პროექტის ჯამური ღირებულება 1 391 236 ლარს შეადგენს.