ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას ითხოვს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო შუხუთის მოსახლეობა. ამორტიზებული გზა, გასაწმენდი არხები და საყოფაცხოვრებო ნარჩენები – პრობლემების არასრული ჩამონათვალია. ხელისუფლების ინფორმაციით, ბოლო წლებში სოფელში არაერთი პროექტი განხორციელდა და დარჩენილი გამოწვევებიც ეტაპობრივად მოგვარდება. შუხუთელებს თეა აბსარიძე შეხვდა.