ლენტეხის სოფელ ზესხოში ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე მიმდინარეობს.
ურთულესი რელიეფის გამო, ტყის მასივთან მობილიზებულია ცოცხალი ძალა და ადგილზე 200-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობს.
როგორც დღეს პირველ არხს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ განუცხადა, ლენტეხის სოფელ ზესხოში ხანძრის რამდენიმე ახალი კერა გაჩნდა.
ადგილობრივ მეხანძრე-მაშველებთან ერთად ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულები არიან მეხანძრეები თბილისიდან, შიდა ქართლიდან და იმერეთის რეგიონებიდან.
შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა მუშაობა დილიდან განაახლა.