ხულოში, სოფელ პაქსაძეების მცხოვრებლებმა ხულო-ადიგენის ავტომაგისტრალი გადაკეტეს. აქციის მონაწილეები გზების მოწესრიგებას ითხოვენ. მათი განცხადებით, არსებული მდგომარეობის გამო ადიგენისა და გოდერძის უღელტეხილის მიმართულებით გადაადგილება პრაქტიკულად შეუძლებელია.
მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად ხულოში ცენტრალური გზა რამდენიმე წუთით გადაკეტა. აქციის მონაწილეებს ხულოს მერი ვახტანგ ბერიძე შეხვდა. მან დრო პარასკევამდე მოითხოვა. იმ შემთხვევაში თუ გზის კეთილმოწყობა ახლო მომავალში არ დაიწყება, მოსახლეობა აქციების გაგრძელებას გეგმავს.