სოფელ მუხურაში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მამაკაცს მეზობელმა ბენზინი გადაასხა
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურაში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მამაკაცს მეზობელმა ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა.
შემთხვევა გუშინ მოხდა. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე მუხლით მიმდინარეობს. დაშავებული მამაკაცი თავდაპირველად ტყიბულის რაიონულ საავადმყოფოში, მოგვიანებით კი თბილისში დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს.
ექიმის ინფორმაციით, პაციენტი სხეულის მეოთხედის დამწვრობით, შოკურ მდგომარეობაშია.