ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე იმყოფებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.
სპეცტექნიკა ხანძრის ლოკალიზებას ორი საათის განმავლობაში ცდილობდა.
ცეცხლი 13 ჰექტრამდე ფართობზე ბალახს ეკიდა, რომელიც ტყესთან და საავტომობილო გზასთან მდებარეობს.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.