ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჯალიაში მოსახლეობა ინფრასტრუქტურულ პრობლემებს უჩივის. მათ არ აქვთ სასმელი წყალი, ბუნებრივი აირი და გზებიც მოუწესრიგებელია. ეს ადგილობრივების პრობლემების მხოლოდ ნაწილია. მიგრაციაზე სულ უფრო მეტი მოქალაქე ფიქრობს. ახალგაზრდების სოფლიდან გადინებას სწორედ არსებულ სოციალურ თუ ინფრასტრუქტურულ პრობლემებს უკავშირებენ. ადგილობრივი ხელისუფლება კი ირწმუნება, რომ პრობლემები ეტაპობრივად მოგვარდება.