სოფელ ჭერემის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარემ ცენტრალურ მაგისტრალთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზა წაიღო, რის გამოც სოფელი გარესამყაროს არის მოწყვეტილი.
დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები და მოსახლეობას დენი არ დრომდე არ მიეწოდება.
ადგილობრივები რთულ მდგომარეობაში არიან. სოფელში, სადაც 15 ოჯახი ცხოვრობს, არ არის მაღაზია და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ობიექტები.
გზის გაწმენდითი სამუშაოების დასაწყებად აუცილებელია მძიმე ტექნიკა, რაც ადგილზე არ აქვთ.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ დახმარებისთვის ინფრასტრუქტურის სამინისტროს უკვე მიმართა.