კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანგილარის მოსახლეობა ცენტრალურ მაგისტრალთან აქციას მართავს. მოსახლეობა მაგისტრალთან დამაკავშირებელი გზის გახსნას და მრუდე ჩასასვლელის გაკეთებას ითხოვს.
მაგისტრალთან გზა საგზაო დეპარტამენტმა ერთი კვირის წინ ჩაკეტა, რის გამოც სოფელ ჩანგილარის მოსახლეობას ერთი კილომეტრის გავლა ფეხით უწევს. ადგილობრივები ძველი გასასვლელის აღდგენას ითხოვენ.
აქციის მონაწილეებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ. შიდა ქართლის რწმუნებულის მოადგილე სიმონ გულედანი აცხადებს, რომ მოსახლეობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე აქ ვერ მოეწყობა მრუდე ჩასასვლელი, საგზაო დეპარტამენტთან შეთანხმებით კი მოხდება განხილვა და ალტერნატიული გზის გამოძებნა.
ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები.