იყო თუ არა H1N1 ვირუსი გორის რაიონის სოფელ ბერბუკში 9 თვის გოგონას გარდაცვალების მიზეზი, – ამას სამედიცინო ექსპერტიზა დაადგენს.
გარდაცვლილი გვიან ღამით ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში, სახლში გადაასვენეს.
დედათა და ბავშვთა ცენტრის „იავნანა“ პედიატრი ჰყვება, რომ მშობელმა თვითნებურად წამოიყვანა ბავშვი თბილისის კლინიკიდან და უარი განაცხადა გორის საავადმყოფოში მკურნალობაზეც.
9 თვის გოგონა თბილისში წითელას და ფილტვის ანთების დიაგნოზით მკურნალობდა.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.