წითელას გახშირებული შემთხვევები

წითელას ეპიდაფეთქების თემა ისევ აქტუალურია. ბოლო ორ თვეში დაინფიცირების მაჩვენებელი საგანგაშოა და სტატისტიკა 2018 წლის საერთო მონაცემებსაც კი აჭარბებს.

დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.

რისკჯგუფში არიან თბილისში, კახეთში, იმერეთსა და სამეგრელოში მცხოვრები 20-დან 40 წლამდე ასაკის მოქალაქეები. ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, ყოველდღიურად დაავადებით 20-25 ადამიანი ინფიცირდება.