ჯანდაცვის სამინისტროს განცხადება

12:43, 26.01.2019

ჯანდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს ორსულ ქალბატონებს, რომ გრიპის ვირუსზე ვაქცინაცია ჩაიტარონ. მინისტრის მოადგილის განცხადებით, დღევანდელი მონაცემებით, გრიპის ვაქცინაცია მხოლოდ 100-მდე ორსულს აქვს ჩატარებული.

რაც შეეხება წითელას, ფიქსირდება შემთხვევების მატება. ამ დროისთვის წითელათი 600-მდე ადამიანია დაავადებული. უფასო ვაქცინაცია გრძელდება პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში, რომლებიც შაბათ-კვირის განმავლობაში გახანგრძლივებული დღის რეჟიმით იმუშავებენ საღამოს 22:00 საათამდე და მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება, უფასო აცრა ჩაიტარონ.

 

მსგავსი