სოფელ ასურეთში ახალი საბავშო ბაღი აშენდა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთში 70 აღსაზრდელზე გათვლილი ახალი საბავშო ბაღი აშენდა, რომელიც სამ სოფელს – ასურეთს, შავსაყდარსა და ენაგეთს მოემსახურება.

წლების განმავლობაში სოფლებს ბაღის შენობა არ ჰქონდათ და ნაქირავებ სახლში, არასათანადო პირობებში იყვნენ.

შენობა ადაპტირებულია შშმ პირთათვის. ბაღი აღჭურვილია თანამედროვე, ახალი ინვენტარით.