სოფელ ახალუბნიდან 68 წლის მამაკაცი გაიტაცეს

68 წლის მამაკაცია გატაცებული სოფელ ახალუბნიდან.

რუსმა სამხედროებმა გორის რაიონის მკვიდრი მაშინ აიყვანეს, როდესაც ის საქონელს მწყემსავდა. მასთან ერთად ახალუბნის კიდევ ორი მცხოვრები იმყოფებოდა, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, მათ გაქცევა მოახერხეს.