სოფელ აძვიდან გატაცებულები ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში რჩებიან

სოფელ აძვიდან გატაცებულები ისევ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში რჩებიან.

საქართველოს ორი მოქალაქის ახლობლებს ამ დრომდე არავინ დაკავშირებია. ერთ-ერთი გატაცებულის ოჯახის წევრი აცხადებს, რომ მისი მეუღლე მინდორში საქონელს აძოვებდა, მეორე დაკავებული კი ოკუპირებულ ტერიტორიაზე საკუთარ სახლში გადასვლას ცდილობდა. სწორედ ამ დროს დააკავეს ისინი. ელდარ გუნდიშვილი და თემურ კაზიროვი ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით საოკუპაციო რეჟიმმა გუშინ დააკავა. მომხდარის შესახებ ინფორმირებულია სადამკვირვებლო მისია და მოლაპარაკებები ევროკავშირის ცხელი ხაზის მეშვეობით მიმდინარეობს.