სოციალური სამართლიანობის ცენტრი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ჩანაწერების გავრცელებაზე მიმდინარე გამოძიებას ეხმაურება და აკრიტიკებს. ორგანიზაციის წარმომადგენლები და ადვოკატები იმ სასულიერო პირების უფლებებს იცავენ, რომლებიც ჩანაწერებში ფიგურირებდნენ. მათვე ინფორმაციით, „უკანანო მოსმენების პრაქტიკა ქვეყანაში გრძელდება და ამ პრობლემის მოსაგვარებლად ქმედითი ნაბიჯები არ იდგმება. რაც შეეხება გამოძიებას, იკვეთება არაერთი ხარვეზი“.