„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ განცხადება

„სოციალური სამართლიანობის ცენტრმა” „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე აქციებში საპოლიციო ქმედებები შეისწავლა და დღეს პრეზენტაცია გამართა. ცენტრის შეფასებით, ადგილობრივების მშვიდობიან აქციას სახელმწიფო ძირითადად საპოლიციო ძალებით პასუხობდა, რაც ხელს უშლიდა პრობლემის კონსტრუქციული გზით გადაჭრას. ამასთან, ანგარიშის მიხედვით,  პოლიციამ ე.წ. ბლოკპოსტი აბსტრაქტული მიზეზებით განათავსა, ასევე, უსაფუძვლოდ დაშალა   კარვები. „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ შეფასებით, სახელმწიფო თავისი ხისტი და რეპრესიული პოლიტიკით, კერძოდ, საპოლიციო ძალების მეშვეობით, დაუსაბუთებლად და თვითნებურად ერევა „რიონის ხეობის მცველების“ მშვიდობიანი შეკრების უფლებაში, რაც  პროცესების დამატებით გართულების რისკებს ქმნის.

მოამბე