ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახლა მეორე მსოფლიო ომის 676 მონაწილე ცხოვრობს. მათი შემოსავლის წყარო ყოველთვიური პენსია და ვეტერანის დახმარებაა, რომელიც მხოლოდ 44 ლარს შეადგენს.
1941-45 წლების საომარი მოქმედებების მონაწილეები სოციალური შეღავათებითაც სარგებლობენ. 44 ლარი რომ ვეტერანთა წვლილთან შედარებით არაადეკვატურად მცირე თანხაა, ამას მთავრობაშიც აღიარებენ.
წინ წლების მსგავსად, ვეტერანებმა სოციალური პირობების გაუმჯობესების პირობა დღესაც მიიღეს, თუმცა დაპირება ზოგადი ხასიათის იყო.
ხელისუფლების წარმომადგენლებს არ დაუკონკრეტებიათ, რა მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა.