ვეტერანთა ნაწილი სოციალური პროგრამების გაუმჯობესებას და პენსიის გაზრდას ითხოვს

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა ნაწილი სოციალური პროგრამების გაუმჯობესებას და პენსიის გაზრდას ითხოვს.

მოქალაქეები ამბობენ, რომ ყოველთვიური შემწეობა საკმარისი არ არის და სახელმწიფომ ქვეყნისთვის მებრძოლ პირებზე უფრო მეტად უნდა იზრუნოს.

ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურში განმარტავენ, რომ დამატებითი ბენეფიტების დაწესებისთვის სამსახური საქართველოს პარლამენტთან ერთად მუშაობს. მათი ინფორმაციით, ქვეყანაში დღეს მეორე მსოფლიო ომის 676 ვეტერანი და მასთან გათანაბრებული პირია, რომლებიც ყოველთვიურად პენსიასთან ერთად 44 ლარიან დახმარებას იღებენ.

ასევე, ვეტერანები ჩართულები არიან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში და სპეციალურ, 100 %-ან სადაზღვევო პაკეტთან ერთად, მათთვის განსაზღვრულია პროგრამის მაღალი სერვისები.