„სოციალური მედიის საშუალებით ამბის თხრობა“ - ტრენინგი მედიის წარმომადგენლებისთვის
საქართველოს პირველი არხის და ევროპის მაუწყებელთა კავშირის ერთობლივი თანამშრომლობით, საქართველოში მუდმივმოქმედი რეგიონული აკადემიის ფარგლებში ტრენინგი -„სოციალური მედიის საშუალებით ამბის თხრობა“ ტარდება. სწავლებას ციფრული და სამაუწყებლო მედიის საერთაშორისო მრჩეველი და ტრენერი უძღვება.
კურსის მიზანია, ძირითადი პლატფორმების სტრატეგიული გამოყენება, აუდიტორიასთან კავშირი და ინტერაქცია; სოციალური მედიის საშუალებით თვითმხილველების მიერ გავრცელებული ახალი ამბების პოვნა და მათი სწრაფი ვერიფიკაცია; ამბის თხრობის ვეტრიკალური მეთოდების გამოყენება – ინსტაგრამის ფუნქციის – „სთორის“ გამოყენება, მისი საშუალებით ვიზუალური და ინტერაქტიული კონტენტის გაზიარება.
ტრენინგები ჩაუტარდებათ ჟურნალისტებს, პროდიუსერებსა და სოციალური მედიის მენეჯერებს როგორც საქართველოდან, ისე მეზობელი ქვეყნებიდან – აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან.