როგორია ცხოვრება ფარდულში, 5 კვადრატულ მეტრ ფართობზე, მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად.
ალიევების ოჯახი, ცელოფნის პარკებით და სხვადასხვა ქსოვილით დახურულ ფიცრულში საწოლებს, დივანსა და შეშის ღუმელს ატევს.
საშინაო დავალებების შესრულება მოზარდებს მუხლებზე უწევთ. სოციალურად დაუცველ ოჯახს, ბოლნისის მერიამ ალტერნატიული ფართი შესთავაზა, თუმცა ალიევები არ თანხმდებიან და ამბობენ, რომ მრავალსართულიან კორპუსში გადასვლის შემთხვევაში, შემოსავლის ერთადერთ წყაროზე, მსხვილფეხა საქონელზე უარის თქმა მოუწევთ.