ბავშვთა დაცვის დღე ოპერისა და ბალეტის თეატრში 

18:26, 01.06.2019

ოპერისა და ბალეტის თეატრმა დღეს 500-მდე ბავშვს უმასპინძლა. ოპერას „ქეთო და კოტე“ სოციალურად დაუცველი, მშობლების მზრუნველობას მოკლებული და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები ესწრებოდნენ. სპეციალურად ამ დღისთვის სტუმრები სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოვიდნენ.

ღონისძიება ოპერის მოყვარულთა ახალგაზრდული კლუბის „ლატავრას“ მონაწილეობით ჩატარდა.

მსგავსი