ოპერისა და ბალეტის თეატრმა დღეს 500-მდე ბავშვს უმასპინძლა. ოპერას „ქეთო და კოტე“ სოციალურად დაუცველი, მშობლების მზრუნველობას მოკლებული და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები ესწრებოდნენ. სპეციალურად ამ დღისთვის სტუმრები სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოვიდნენ.
ღონისძიება ოპერის მოყვარულთა ახალგაზრდული კლუბის „ლატავრას“ მონაწილეობით ჩატარდა.