საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით მიმდინარე შეჯიბრი 3 დღე გაგრძელდება. ეს სამზადისია 2023 წლის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომელიც ბაკურიანში ორ დისციპლინაში გაიმართება. მსოფლიო ჩემპიონატს კი წინ უძღვის შეჯიბრებების 4-წლიანი ციკლი, რომელთა წარმატებით ჩატარება მნიშვნელოვანია საქართველოში ზამთრის სპორტის სახეობების განვითარებისათვის.