ისნის რაიონის საჯარო სკოლების ოქროსა და ვერცხლის მედალოსნებმა საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი დაათვალიერეს. ღონისძიება, რომლის მიზანიც ახალგაზრდა თაობისთვის წარსული ღირებულებების გაცნობა იყო, საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის ინიციატივითა და საქართველოს მუზეუმის მხარდაჭერითა ჩატარდა.
ვიზიტორებმა საგამოფენო დარბაზში განთავსებული ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციისა და საქართველოში საბჭოთა საოკუპაციო რეჟიმის 70-წლიანი მმართველობის ამსახველი ფოტო, ვიდეო და დოკუმენტური მასალა ნახეს.