დამამთავრებელ კლასებში საპილოტე პროექტი იწყება. მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს სექტემბრიდან საშუალება ექნებათ, რომ მათთვის სასურველი პროფესიული მიმართულება აირჩიონ და სკოლაში სწავლის პარალელურად არჩეულ პროფესიებსაც დაეუფლონ. მე-12 კლასის ბოლოს კი ისინი სკოლის ატესტატთან ერთად პროფესიული სასწავლებლის დიპლომსაც მიიღებენ, რაც სწავლის დასრულებისთანავე მათ ყველაზე მოთხოვნად პროფესიულ მიმართულებებზე დასაქმების შესაძლებლობას მისცემს.
პროექტი ნაწილია იმ გეგმის, რომელიც პროფესიული განათლების პოპულარიზაციას და სკოლებში მის ინტეგრირებას ისახავს მიზნად.