პრობლემა, რომელიც განათლების მინისტრის მოსმენის დროს პარლამენტში არაერთხელ გაჟღერდა.
სკოლებში უფასო კვების საკითხი დღემდე სფეროს ერთ-ერთ გამოწვევად რჩება. შესაბამისი მოდელის დანერგვაზე მუშაობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად უკვე დაწყებულია, თუმცა ამოქმედების ვადები ჯერ არ სახელდება. მანამდე კი განათლების სამინისტრო სასკოლო მენიუში არაჯანსაღი საკვების შეტანას კრძალავს. მავნე პროდუქტების სია სკოლებს უკვე გაუგზავნეს. მოზარდების ჭარბწონიანობის, როგორც ერთ-ერთი მზარდი პრობლემის გათვალისწინებით, დაგეგმილ სიახლეს პედაგოგებთან და მშობლებთან ერთად ექიმებიც ეთანხმებიან.