განათლების მინისტრის მოსმენა პარლამენტში

საკანონმდებლო ორგანოში დღეს ინტერპელაციის ფორმატში განათლების მინისტრს მოუსმენენ. გიორგი ამილახვარი ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიბარა. საკითხი, რომელზეც განათლების მინისტრს მოუწევს საუბარი, სკოლებში ბავშვთა უფასო კვებას ეხება. ანი წითლიძე დაინტერესდება, რატომ ვერ შეძლო ხელისუფლებამ უფასო კვების პროგრამის განხორციელება, არაერთი დაპირების მიუხედავად და რა ეტაპზეა ახლა პროცესი.