დღეიდან სკოლებსა და ბაღებში სასწავლო პროცესი განახლდა. განათლების სამინსტრო განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციით, ამ ეტაპზე გრიპის ვირუსის მიზეზით, სწავლის გადადების საფუძველი არ არსებობს.
სწავლის განახლებისთვის მზად არიან თბილისის საბავშვო ბაღებშიც. სააღმზრდელო პროცესი მხოლოდ სამ საჯარო ბაღში არ იწყება – 132-ე, 2-ე და 76-ე ბაღებში ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობს. განახლებულ პროცესს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, სამგორის რაიონში მდებარე 160-ე ბაგა-ბაღში გაეცნო.
ვირუსული ინფექციების საფრთხის გათვალისწინებით, ბაღებში საინფორმაციო კამპანია მიმდინარეობს. საგანგებოდ მოწყობილ კუთხეში, ბაღის ჯანმრთელობის კოორდინატორებმა მშობლებს გრიპის გავრცელების საფრთხის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.