„სითი პარკის“ ადვოკატის განცხადება

კომპანია „სითი პარკი“ სამართლიანი სასამართლოთი სარგებლობის უფლების დარღვევაზე საუბრობს.

კომპანიის ადვოკატმა განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც საქალაქო სასამართლომ მათი სარჩელი განხილვაში არ მიიღო. კომპანია დედაქალაქის მერიის იმ განკარგულებას ასაჩივრებდა, რომელიც მოქალქეთა დაჯარიმების საკითხს ეხება.

ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს ვიცე მერი. ირაკლი ხმალაძე აღნიშნავს რომ „სითი პარკი“ პროცესების პოლიტიზირებას და სასამართლოზე გავლენის მოხდენას ცდილობს.