„სითი ინსტიტუტმა“ თბილისის გენგეგმაზე მუშაობა პირველ ივნისამდე უნდა დაასრულოს
თბილისის განვითარების გენგეგმასთან დაკავშირებით თბილისის მერიის პასუხი ცნობილია. დამკვეთი სითი ინსტიტუტ საქართველოსთან ხელშეკრულებას არ წყვეტს. მერია, დოკუმენტის პროექტის ავტორებს ხარვეზების გამოსასწორებლად კიდევ ორთვიან ვადას აძლევს. გადაწყვეტილება კახა კალაძემ საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა, რომელსაც წინ პროექტის ავტორებთან ერთსაათიანი დახურული შეხვერა უძღოდა.