მამუკა სალუქვაძე - მნიშვნელოვანი დასაბუთებებია საჭირო, როგორ უნდა განახორციელოს მერიამ გენგეგმის დოკუმენტი
მამუკა სალუქვაძე - მნიშვნელოვანი დასაბუთებებია საჭირო, როგორ უნდა განახორციელოს მერიამ გენგეგმის დოკუმენტი

„სითი ინსტიტუტი” ეთანხმება მერიის მოსაზრებას, რომ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში კიდევ უფრო მკაფიოდ უნდა იყოს ასახული დოკუმენტის განხორციელების გზები, – ამის შესახებ “სითი ინსტიტუტის” ხელმძღვანელმა მამუკა სალუქვაძემ განაცხადა.

როგორც მამუკა სალუქვაძემ აღნიშნა, დოკუმენტი, რომელიც მერიას “სითი ინსტიტუტმა” შესთავაზა, არის მისაღები და მნიშვნელოვანი დასაბუთებებია საჭირო, თუ როგორ უნდა განახორციელოს ეს მერიამ.

„სამწუხაროდ, ქალაქის განვითარების ისტორია იცით, ქალაქში ბევრი ნაკვეთია შეუსაბამო ტერიტორიაზე გაცემული. აქედან გამომდინარე, სწორედ ამაზე იქნება საუბარი, ალბათ უფრო დეტალურად, ერთობლივად შევჯერდეთ მერიასთან, რომ გენგეგმა თაროზე შემოსადები კი არ იყოს, რეალურად განხორციელდეს. საუბარი იქნება იმ ღონისძიებებზე, რომელიც მრავლად არის წარმოდგენილი შესასრულებლად, როგორ შეიძლება მერიამ მაქსიმალურად შეასრულოს. იცით, რომ არც ერთი ქალაქის გენგეგმა 100 პროცენტით არ სრულდება. ამაზე ჩვენ გვექნება სამსახურებთან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა. არც მერიას უნდა და არც ჩვენ, რომ ეს გეგმა თაროზე შემოიდოს“, – განაცხადა მამუკა სალუქვაძემ.

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით კომპანია “სითი ინსტიტუტს” ვადა პირველ ივნისამდე მისცა. 

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, დოკუმენტის სრულყოფის მიზნით,  გენერალური გეგმა თბილისისთვის უმნიშვნელოვანესია და სწორედ ამიტომ „სითი ინსტიტუტს” მიეცა დრო, რომ ვალდებულებები შეასრულოს.